Всего за 280 руб. Купить полную версию
Ⴀრიოთი – გარეული ბალახ-ბულახი.
Ⴀრიფანა – ყრმათ საერთო პურობა (ნახე Ⴑერი და Ⴔსონი).
Ⴀრიფი – პურის მტე, ანუ შესაკუთრებული, შინა ყმა.
Ⴀრმაღანი – შორით მორთმეული ძღვენი.
Ⴀრმენაკი – წმიდა ტილო, ნარმა, სიდონი.
Ⴀრმური – ალმური, ღრუბელ-ნისლი ქარიანი და ელვიანი.
Ⴀრნადი, არნაბი – ტარიანი ფიცარი ბზისა და ხუავის სახვეტი კალოზედ.
Ⴀრნი – გარეული ცხვარი.
Ⴀრონა – პატარა გუთანი (ნახე Ⴄრქუანთან).
Ⴀრსება – რომელიცა პირველ არსისთჳს მიიცთომვის და რომელსა შინაცა არს კმაჲ მიზეზი, თუ რაჲსათჳს სხვაცა არს მას შინა, ანუ შესაძლებელ არს ყოფად // ნივთი მექონი ყოფისა, ანუ შინაგანი ძალი მისი.
Ⴀრსებითი – {არსებიანივე, არსებიანივით – საბას ლექსიკონი}.
Ⴀრსი – რაჲცაღა შესაძლებელ არს, ე.ი. რომლისა ყოფა არა წინააღმდგომ არს, ანუ მყოფი არსებასა შინა.
Ⴀრსობისა – არსების პური, სახმარი ცხოვრებისათჳს, მდღევარი.
Ⴀრტალა – საკლავთ უკანა ბარკალი, ანუ წვივი.
Ⴀრტაში და არტახი – გარეშემოსაკრავი ქარშიკი ჩჩჳლთა აკუნისა // ანუ მოტეხილთა ძუალთა შესაკრავი // გასათლელთ ძელთა მაგრად დამჭერი ქანჩი.
Ⴀრღა, არღარა აღარ – შემდგომს დროს არა, უკუთქმა მომავლისა დროსათჳს.
Ⴀრღავანი – ქუა მეწამული.
Ⴀრღვევა – (ავარღვევ) დაკერებულის დახსნა, დაშლა // აქცევა შენობისა.
Ⴀრშია, აშია – მოვლებული რამე ვიწროდ ნაკერთ კიდურებზედ.
Ⴀრშივი – წილი, კერძო,.
Ⴀრჩევანი – არჩევა // რჩევა, ვეზირობა, მოლაპარაკება საქმეზედ შეკრებულებაში.
Ⴀრჩვი – ფსიტი.
Ⴀრცა, – არცაღა არღა, აღარც.
Ⴀრძანი, არძანიკი – დიდი ლოდი ან მარილის ქუა (ნახე უარძანიკო).
Ⴀრწივაკი – სახლის მეორე ძელი.
Ⴀრწივი – ორბი, არწვი. // მრგუალი ფეხთა ქვეშე დასაგები მღუდელთ მთავართა, რომელსა ზედაცა გამოსახულ არს მფრინველი ესე.
Ⴀრხი – რუ, რუსხმული.
Ⴀრხიდიაკონი – უპირველესი იეროდიაკონთაგან, მხლებელთა მღუდელთ მთავრისათა (ნახე Ⴀიაკონთან).
Ⴀრხიეპისკოპოსი – უპირატესი ეპისკოპოსი.
Ⴀრხიერი – მღუდელთ მთავარი (იხილე Ⴈერარხი).
Ⴀრხიმანდრიტი – მონასტრის განმგებელი უფროსი.
Ⴀრხინოტარი და პროტონოტარი – მწერალთ უხუცესი, მდივანი.
Ⴀრხილი – თხელი ბზარი (Ⴇოვლთან ნახე)
Ⴀრჯაკელა – არჯიოკა, ზერჩო, ორჯიოკი.
Ⴀრჯასპი – ძაღა, მიწალები, მომწუანო შავის საღებავი, ხმარებული ტყავთათჳს მეპრატაკეტაგან, ანუ მელნისთჳს.
[Ⴀრჯიოკა – ნახე Ⴀრჯაკელა]
Ⴀსაბია – მტერზედ საომრად თანმიმყოლი.
Ⴀსაკრავი – ერქუანთ და ურემთ საბმელი.
Ⴀსამაღლებელი – ლოცუათა დასასრულებელნი ლექსნი, ხმამაღლად სათქმელნი მღუდლისაგან სადიდებლად წმიდისა სამებისა.
Ⴀსარი – დინარის მეოცედი წონა ვეცხლისა, ანუ დანგი (ნახე Ⴑაწონთან).
Ⴀსე, ასრე – ესრეთ, так, ასეთი ესრეთი.
Ⴀსთაკვი – დუმიანი დიდი კიბო.
Ⴀსიდა – მიმინოს ჰგავს, ღამით ხედავს, ამისთჳს ღამურად უხმობენ, ზოგგან ყარყატი სწერია.
Ⴀსისთავა – .
Ⴀსისთავი – უხუცესი ასთა ზედა.
[Ⴀსკეცი – ასკეცი შვენება მოემატება.]
Ⴀსკილი – ველური ვარდი.
Ⴀსლი – არაბულად ნამდვილი.
Ⴀსლი – აჭარა, აჭარული ბრინჯი.
Ⴀსმენაკი – ნადირთ შესაპყრობი მახე (იხილე Ⴁადესთან).
Ⴀსო – წევრი, ნასხამი გუამისა // თჳთოეული კერძო წერილისა.
Ⴀსომთავრული ან მრგულოვანი – დიდრონი ასოები.
Ⴀსპარეზი – სტადიონი ან სარბიელი // მეიდანი, სათამაშო ადგილი, ანუ მინდორი.
Ⴀსპარეზობა – თამაშობა ასპარეზზედ, რბოლა, ჭენება და სხ. (ნახე Ⴇამაშობა).
Ⴀსპიროსი – აფროდიტი (ნახე Ⴚთომილთან).
Ⴀსპიტი – გველი ფრიად გესლიანი.
Ⴀსპიტი – შავი ქუა ფილაქანი, დარქმეული იაშმისა ან იასპის ფერისაგან.
Ⴀსრე – ნახე ასე.
Ⴀსტამი – ტარიანი ფართო რკინა ცომის ასაფხეკი, скобка.
Ⴀსულეპა – ათქულეფა
Ⴀსული – შვილი ქალი (ნახე Ⴉაცთან).
Ⴀსური – ასურელი. Ⴀსურეთი, Ⴀსურასთანი, Ⴑირია.
Ⴀსფალტოსი – შავი კუპრი.
Ⴀსხმა (ავასხამ) – მაღლა აყვანა მრავალთა // მძივთ აგება ძაფზედ (ნახე Ⴑხმა).
Ⴀტამი —
Ⴀტანა (ავიტან) – მაღლა აზიდვა.
Ⴀტაცება (ავიტაცებ) – ძალად ანუ საჩქაროდ აღება.
Ⴀტაცებული – გასტერებული ანაზდის სიხარულით ან შიშით.
Ⴀტეხა (ავსტეხ) – აგლეჯა // აღძრვა, აღზრზინება // (ავიტეხ) დაჟინება.
Ⴀტკრეცა – (აიტკრიცება) მცირედ ალანძღვა, გაწითლება.
Ⴀტკრეცილი – წამოწითლებული.
Ⴀტლასი – ფარჩა აბრეშუმისა.
Ⴀტლასი – წიგნი ღეოღრაფიულთა კარტათა.
Ⴀტმოსფერა —
Ⴀუარებელი – თქმად შეუძლებელი // უთუალავი.
Ⴀუგი – სარცხჳნელი, საკდემელი სიტყვა ან საქმე.
Ⴀუგიანი – სააუგო, სასირცხვილო.
Ⴀუზი – ავაზანი.
Ⴀურზაური – შეუპოვარი, თავხედური, ლაღური.
Ⴀუშტარი – ოსტიგანი, სასმელ-საჭმელთ მნე.
Ⴀუცილებელი – მიუცილებელი, თანაწარუვალი, თანაწარუხდომელი.
Ⴀფაური – ერთგუარი სალესავი (ნახე Ⴑასრევთან).
Ⴀფთარი —
Ⴀფთექა —
Ⴀფთი – მახვილი ფართო პირიანი და ტარგრძელი.
Ⴀფთიონი, აფქიონი – ტიმონი ნახე.
Ⴀფოლხვება – მოშვება, მოდუნება.
Ⴀფორიაქება (ავიფორიაქებ) – აკლება, აოხრება.
Ⴀფრა – ნავთ იალქანი, აფრის ქსელი იგივე.
Ⴀფრაკი – პირმრუდე ფიცარი.
Ⴀფროდიტი – ნახე Ⴚთომილთან.
Ⴀფსინთი – აბზინდა.
Ⴀფსკა – ფრიად თხელი კანი (Ⴕერქტან ნახე).
Ⴀფუტკნვა – (ავფუტკნი) არევა, აქოთება.
Ⴀფხურა – ნახე Ⴀღფხურა.
Ⴀქ, აქა – ამ ადგილას, ესე ეკუთნვის პირველსა პირსა, ხოლო მეორესა – მანდა და მესამესა – იქ, იქი, მუნ.
Ⴀქამომდე – ამ ადგილად, ანუ ჟამადმდე.
Ⴀქავება, აქავლება (აჰქავა, აჰკავდების) – აშლა ქავილისა ანუ ფხანისა.
Ⴀქანდაზი – ფითხი, ცეცხლის ასაღები ასტამი ან პატარა ნიჩაბი.
Ⴀქატი – აღატი (ნახე Ⴑპეკალი).
Ⴀქეთ – ჩემკერძო; აქეთი ამიერი.
Ⴀქიმი – მკურნალი.
Ⴀქლემი – ცხოველსა ამას ახტასა ლოინი და ნარი, ხრდალსა – ჯამა, შვილსა მცირესა – კოზაკი, მოდიდოსა – დუკტი.
Ⴀქმა – (ავიქუამ, ავექმი) ნახე Ⴀღქმა.
Ⴀქოთება – (ავაქოთებ) აფუტკნვა, არევა, აშლა.
Ⴀქოლვა – (ავჰქოლავ) ქვით ამოშენება, ამოქოლვა.
Ⴀქოქლვა – (ავჰქოქლავ) ალავრა ან საჩქაროდ ერთმანერთზედ მიკერება საკერავის ნაჭერთ რიგზედ მოსაყვანად.
Ⴀქცევა – (ავაქცევ) არღვევა, მაღლა შექცევა // (ავუქცევ) გზის დაგდება.
Ⴀღალი – ბაკი.
Ⴀღალმა – ანდრიანტი.
Ⴀღაპი – სიყუარული, მეგობრობა, ძველთა ქრისტეანეთაგან შემოღებული პურობა ეკლესიის კარზედ მოსახსენებელად მიცუალებულთა, რომლისათჳს უცოდებიათ აღაპი.
Ⴀღარ, აღარა – (ნახე Ⴀრღა).
Ⴀღატი, აღათი აქატი – ქუა აყიყი.
Ⴀღაჯი – ერთი საათის სავალი (Ⴋილი ნახე).
Ⴀღბეჭდვა – (აღვბეჭდავ) ბეჭდის დასმა // მირონის ცხება.
Ⴀღბორგება – (აღვაბორგებ, აღვბორგნები) აღშფოთება.
Ⴀღგება – (აღვაგებ) აშენება.
Ⴀღგვა – (აღვგავ, აღვგჳ) ანიავება.
Ⴀღგზება – (აღვაგზებ, აღვეგზნები) ანთება, აპრიალება.
Ⴀღდაჭი – ალდატი, ბიცი.
Ⴀღდგენა, აღდგინება – (აღვადგენ, აღვადგინებ) წამოყენება, წარმოდგენა // აღშენება, ანუ განახლება, ახლად აღგება // აღმართება, უკეთესს მდგომარეობაში მოყვანა // მკუდრეთით აღდგინება, განცხოველება.
Ⴀღდგომა – (აღვსდგები) დადგომა, წარმოდგომა, აღმსთობა // მიხდომა, ზედა დასხმა // აღჭურვა, შებმა ბრძოლად // ამოსლვა ქარისა, ავდრისა და სხ. // განცოცხლება, აღდგომა მკუდრეთით.
Ⴀღება – (აღვიღებ, ავიღებ) აზიდვა, მოსმა ხელის დავლებით // გამორთმევა სხუათაგან ხელდახელ, ანუ გამოგზავნით // მოგროვება, აკრეფა // აღება პირისა ე.ი. გაღება, განსმა.
Ⴀღება, აღებანი – აღების ღამე ანუ დღენი მარხვათ შემოსლჳს წინა დღენი ანუ ღამე.
Ⴀღებმიცემა —
Ⴀღელება, აღელვება – (ავაღელებ, აღელდების) აღძრვა ზღუათა, ფურთუნი.
Ⴀღვიარება – სარწმუნოების წარმოთქმა (ნახე Ⴀღსარება).
Ⴀღვირედი – რახტი, ოქროთი დაფერილი და მორთული ლაგამი.
Ⴀღვირი – ურგოლო.
Ⴀღვისტალი – ეჯიბი, ნაიბი.
Ⴀღვლენა, აღვლინება – (აღვავლენ, ვლინებ) ზე აგზავნა, შეწირვა.
Ⴀღვსება – (აღვავსებ, აღვივსები) სავსედ შექმნა // ვის შორისმე წარმოება რისამე // შესრულება, გათავება.
Ⴀღვსების – დღენი საუფლოს პასექის წინა დღენი.
Ⴀღზავება – განზავება (ნახე Ⴘეზავება).
Ⴀღზავებული – შერეული, აღრეული.
Ⴀღზუავება – (აღვზუავნები) გაამპარტავნება, განლაღება.
Ⴀღზრდა – (აღვზრდი, აღვიზრდები) განზრდა, გაზდა.
Ⴀღზრზინება – (აღვაზრზინებ) აღშფოთება, ატეხა.
Ⴀღთქვეფა – (აღვსთქვეფ) არევა, გაქნა, გათქვეფა.
Ⴀღთქმა – (აღვსთქუამ) შეთქმა, აკვეთა, საზღურის დადება, რათა არა გარდახდეს, // (აღვუთქვამ) დარწმუნება აღსრულებისათჳს რისამე // დაპირება, შერიგება, ფასის გარდაკვეთა.
Ⴀღიელი და მარღი – თუალთეთრი უშვერი, ცხურისფერთა თუალთა ეწოდების გრემა, უფრო მოთეთროთა და შვენიერთა – ჟივჟავი და ჟუჟუნა, მოლურჯოდ ჭრელთა – ჭროღა და მაჩხი.
Ⴀღივება – (აღივდების) აჯეჯილება ხახვის თავთა და მარცვალთა ნოტიოს ადგილში.
Ⴀღკაზმა – (აღვკაზმავ) მორთვა, განშვენება, მოკაზმა.
Ⴀღკარვება – ნახე Ⴀკარვება.
Ⴀღკვეცა – ნახე Ⴀკვეცა.
Ⴀღკმევა – (აღვაკმევ) საკმეველის აკომლება, დაკმევა შესაწირავად.
Ⴀღლევა – (აღვლევ) გალევა, მოლევა, ანუ აღსპობა. // ძველთა საჶილოსოჶოსოთა წიგნთა შინა აღლევა უხმარიათ ანალიტიკას მაგიერ.
Ⴀღლესვა (აღვლეს, -სავ) – საჭურველთ პირის განმახვა.
Ⴀღლოშნა (აღვლოშნი, -ნავ) – ალოკვა ანუ მოძოვნა.
Ⴀღლუმი – მეომართ ლაშკართ გაჩხრეკა.
Ⴀღმა – კვეიდამ მაღლა, შეღმა.
Ⴀღმართება – (აღვმართებ) აღდგინება, დადგინება; (აღვემართები) ადგომა, გამართვა.