Всего за 280 руб. Купить полную версию
Ⴀღმატება – (აღვემატები) უაღრესობის ქონება სხუათა ზედა.
Ⴀღმაფრენა – (აღმა-ვჰფრინავ) გონებით აღსლვა მაღალთა ჰაზრთა შინა.
Ⴀღმახვა – (აღვმახვავ) აღლესვა რკინის საჭურველთა.
Ⴀღმკული – განშვენებული, მორთული, მოკმაზული.
Ⴀღმოვსება – ნახე Ⴀმოვსება.
Ⴀღმოთხრა – (აღმოვსთხრი) ნახე ამოთხრა.
Ⴀღმოკითხვა – (აღმოვიკითხავ) წერილთ გამოცნობა, ანუ წარმოთქმა ხმით.
Ⴀღმონთხევა – (აღმოვანთხევ) პირიდამ წამოსხმა, წარმოთხევა.
Ⴀღმოსავალი – აღმოსავლეთი მზის ამოსლჳს მხარე.
Ⴀღმოსლვა – (აღმოვალ) ქვეიდამ ზევით კერძო ძრვა, ამოსლვა.
Ⴀღმოფუვილი – რევა ფუთფუთით, ფუვილით.
Ⴀღმოფხურა – (აღმოვჰფხური) ძირით ამოღება, ამოგდება.
Ⴀღმოქმნა – (აღმოვიქმ) ამოთხრა ანუ ამოტანა შენებით.
Ⴀღმოყუანა, აღმოყუანება – (აღმოვიყუან, -ნებ) მაღლა ამოზიდვა.
Ⴀღმოჩენა, აღმოჩინება – (აღმოვაჩენ, -ჩინებ) უცილობელად წარმოჩინება, დანახება სინამდჳლისა სიტყჳსა, ანუ საქმისასა კმაჲთა მიზეზითა.
Ⴀღმოჩინება – იგივე სახელზმნად.
Ⴀღმოცენება – (აღმოვაცენებ) მიწით აღორძინება მცენარეთა, (აღმოსცენდების) იგივე ვნებითად.
Ⴀღმოცოხნა – (აღმოიცოხნის) რომელთამე ოთხფერხთაგან პირში ამოღება ნაჭამთა და მეორედ დაღეჭით შთანთქმა.
Ⴀღმოხდომა – (აღმოხდების) აღმოსლვა, ანუ აღმოცენება.
Ⴀღმსაარებელი – სარწმუნოების მთქმელი, დამამტკიცებელი // ვნებული, წამებული სარწმუნოებისათჳს // აღსარების მთქმელი, გასანდობი მოძღუართან.
Ⴀღმსთობა – (აღვიმსთობ) ადრე ადგომა, ასწრაფება.
Ⴀღმქმელი – მიმქმელი, ნათლია.
Ⴀღმღურევა – ნახე Ⴀმღურევა.
Ⴀღმხედრება – ნახე Ⴀმხედრება.
Ⴀღნაგი – ნაშენი, აღგებული.
Ⴀღნადგინები – უზომოდ გარდამეტებული ვალის სარგებელი, лихва, (ნ. Ⴀღდგენა).
Ⴀღნაქუსი – ფრასი, ჶრაზი გუარი წერილთ შეთხზჳსა, [ნ. Ⴀნაქვსი].
Ⴀღნთება – (აღვანთებ) ცეცხლის მოკიდება სანთელთა და მისთანათა.
Ⴀღნიშნვა – (აღვნიშნავ) დადება, დასმა ნიშნისა.
Ⴀღორთქლვა – (აღიორთქლვის) დაკლება ორთქლითა, ანუ სრულად აღლევა ნოტიოთა.
Ⴀღორძინება – (აღვაორძინებ, აღორძინდების) მომატება ანუ მოძრავობა მოზარდთა სხეულთა უმეტესისა მიმართ.
Ⴀღოხრება – (აღვაოხრებ) დაქცევა, დაშლა, დარღვევა, განადგურება.
Ⴀღპარსვა – (აღვჰპარსავ) აკრეჭა, აკვეცა.
Ⴀღრალები – ესრეთ იწოდებიან: ამარტა, ბროლი, ლაჟვარდი, ქარვა, ძოცი და მისთანანი, ხოლო სპეკალი ეწოდების ალმასსა, იაგუნდსა, ლალსა და სხუათა თუალთა პატიოსანთა.
Ⴀღრევა – (აღვურევ, აღვირევი) არევა აღზავება.
Ⴀღრიბაღრი – წელებისა და სადურიტის მწვადი.
Ⴀღრიცხუა – (აღვრიცხავ) დათულა, რიცჳს გამოცნობა.
Ⴀღრჩევა – (აღვარჩევ) მრავალთაგან გამორჩევა უკეთესისა.
Ⴀღსავალი – ქვეიდამ ზე ასასვლელი და რაჟამს ზეიდამ ქვეშთავალთ, ვუწოდებთ მას შტასავალად, ხოლო აღსავალნი არიან: კიბე ხეთა და ფიცართაგან ქმნილი დანდალოვანი; ხარისხი ქვითქირით შენებული; მექონოთი სრათა და ტაძართა კართ შესავალი ხარისხეული ბაქან-ბაქნად გარემოვლებული; მენაკი ცის მზობელობათა ხარისხი; კუარცხლბეკი დალიჭსა ზედა მჯდომარის ფერხთა სადგმელი; ამბიონი საკურთხეველთა ზედა აღსავალი // გალობა აღსავალთა ეწოდების რვა ხმათაგან სათქმელთა მუხლთა უწინარეს საცისკროს სახარებისა.
Ⴀღსაზრდელი.
Ⴀღსარება – (აღვუარებ) ქება, დიდება // განდობა ცოდუათა თჳსთა წინაშე მოზღუარისა // (აღვიარებ) წარმოთქმა სარწმუნოებისა.
Ⴀღსარება ანუ აღვიარება – სარწმუნოებისა ესე არს მრწამსი საქრისტიანო.
Ⴀღსასრული – დასრულება, გათავება.
Ⴀღსვარული – შესვარული, მოზელილი და გამომცხუარი.
Ⴀღსლუა – (აღვალ) მაღლა აღწევა.
Ⴀღსპობა – (აღვსპობ) აღხოცა, აოხრება ანუ მოსრვა.
Ⴀღსრულება – (აღვასრულებ, აღესრულების) გათავება // (აღესრულების) ახდენა // გარდაცვალება, [აღსასრული].
Ⴀღტაცება – (აღვიტაცებ, -ბი) მაღლა ატანა.
Ⴀღტეხა – იხილე Ⴀტეხა.
Ⴀღტყველვა – ორთავე ხელთა ზეამაღლეмბით შემოკურა, ტაშისცემა.
Ⴀღტყინება – (აღატყდების) აღგზება.
Ⴀღფრენა – (აღვჰფრინდები) ზეაღსლვა ფრენითა.
Ⴀღფუვება – (აღვაფუვებ) გაღვივება, მოდედება ცომისა.
Ⴀღფქურევა – (აღვაფქურევ) აღგვა, ამტვერება.
Ⴀღფხურა – (აღვჰფხური) ძირით ამოგდება (ნახე Ⴀღმოფხურა).
Ⴀღქმა – (აღვიქუამ) აღება ორისავე ხელით, მიქმა, გულთან დაჭერა // (აღექმის) მიკურა, ვითა მიწებება.
Ⴀღყუანა —
Ⴀღყუავება – (აღჰყუავდების) გამოსლვა ყუავივლთა.
Ⴀღშენება (აღვაშენებ) – აგება, დადგმა სახლთა და მისთანათა.
Ⴀღშკმა, აშკმა – (აღვაშკმობ, ვაშკმობ) დაღრენა პირისა.
Ⴀღშფოთება – (აღვაშფოთებ, აღვშფოთდები) განუსვენებლობა.
Ⴀღცრა – (ავსცრი) გაცრა, ანუ მიმობნევა.
Ⴀღძრუა – (აღვსძრავ, აღვიძრვი) განღვიძება, შეძრუა. // არევა, აღშფოთება.
Ⴀღძარცუა – (აღვსძარცავ) აქცევა.
Ⴀღწბა – (აღვსწბავ) ათქულეფა, შტანთქმა.
Ⴀღწერა – (აღვსწერ) თჳთოეულად დაწერა.
Ⴀღჭურვა – (აღვსჭურავ, აღვიჭურვი) განმზადება საომრად საჭურველითა.
Ⴀღხდომა — (აღვხდები) მაღლა ასლვა.
Ⴀღხილვა – (აღვიხილავ) თუალთ განღება // მაღლა ახედვა.
Ⴀღხმა – (აღვახვამ) გაღება // (აღვიხუამ) აღება.
Ⴀღხოცა – (აღვხოც) აღსპობა, უჩინო ქმნა.
Ⴀღსნა – (აღვხსნი) აშვება // განმარტება, თარგმანება.
Ⴀყვანა – იხილე აღყვანა.
Ⴀყირო – კვახი; ნახე Ⴂოგრა.
Ⴀყაყი —
Ⴀყიყი – აღატი, აქატი, ახატი.
Ⴀყრა – (ავჰყრი, ავიყრები) სხუაგან გარდასხლება // აძრობა, აცლა.
Ⴀყუდება – (ავეყუდები).
Ⴀშარული – ლერწმის კალთა (Ⴘარაგულთან ნახე).
Ⴀშენება – (ავაშენებ, ავშენდები) აგება (აღშენება ნახე) // გამდიდრება, გაჩენა სახლკარისა, მამულისა და სხ.
Ⴀშიკი – აშუღი არაბულად ტრფიალი.
Ⴀშიკობა – აშუღობა ტრფიალება.
Ⴀშკარა – ცხადი, საანჯმნო.
Ⴀშკი – მავთული, მეტალთაგან გაწეული მკედი.
Ⴀშკმა – შკმობა (ვაშკმობ) (ნახე Ⴀღშკმა).
Ⴀშლა – (ავშლი, ავიშლები) არევა ან მიმოფანტვა // (ავშლები) ითქმის სენთათჳს, ე.ი. მოუვლის.
Ⴀშლილობა – არეულობა, დახსნა ზავისა და ერთხმობისა.
Ⴀშრიალი – ქორის დასაჭერი ბადე თავსდასაცემი (ნახე Ⴁადესთან).
Ⴀშუპება – (აშუპდების) გასივება, დაჯირჯვება.
Ⴀჩაჩა – ოქოქა (ნახე Ⴄრქუანთან).
Ⴀჩემება – (ავიჩემებ) დაჟინებით გამოკიდება რისამე საკეთილოდ თუ საავოდ.
Ⴀჩრდილი – ჩრდილი.
Ⴀჩქარება – (ავაჩქარებ) დაშურება.
Ⴀჩხორვა – (ავსჩხორავ) ურიგოდ დაწყობა რისამე.
Ⴀცილება – (ავიცილებ, ავსცილდები) თანაწარხდომა.
Ⴀცმა – (ავაცვამ) აგება, ზედ ჩამოცმა.
Ⴀცორვება – (ავსცორდები) აბღოტება, შეღმა შეგლენა.
Ⴀცრა – (ავსცრი) გაცრა, აღცრა // (ავუცრი) დასერვა, აჭრა ყუავილისა.
Ⴀძრობა – (ავაძრობ) კანის გაძარცვა, გახდა, აყრა.
Ⴀწ, აწე – ახლა.
Ⴀწევა – (ავსწევ) მაღლა აზიდვა, [ავაწევ, ავაწივე, აღმა ძლივ ავალ].
Ⴀწინდელი – ახლანდელი, ამ ჟამისა.
Ⴀწურვა – (ავსწურავ) აკრეფა, მაღლა აწევა.
Ⴀჭარა – ეწოდება თემსა; აჭარული ბრინჯი, ასლი.
Ⴀჭიმი – ჭიმი, ან პირმონასკული თოკი ცხენის მოსაჭირები.
Ⴀჭინარი – ბარული ფეტვთ ჩამოსაკიდი.
Ⴀჭრა (ავსჭრი) – ათლა, ასერვა, ასკვეთა // (ავუჭრი) ყუავილის აცრა, // (ავიჭრები) საჩქაროდ მაღლა ასლვა // (აიჭრება) რძის აშრატება, ხაჭოდ შექმნა.
Ⴀხ! – შორისდებული სავაებო.
Ⴀხალგაზდა – ყმაწვილი, ანუ ცხოველი შეღერებული.
Ⴀხალთესლი – დიკა.
Ⴀხალი – აწინდელი, ამ ჟამისა.
Ⴀხალკჳრა – თომას კჳრიკე, აღდგომის სწორი.
Ⴀხალნერგი – ხე ახლად დარგული.
Ⴀხალწელიწადი – დასაბამი, ანუ პირველი დღე წელიწდისა.
Ⴀხატი – აღატი, აქატი.
Ⴀხდენა, ახდომა – (ახდების) აღსრულება.
Ⴀხედვა – (ავხედავ, ავიხედავ) მაღლა შეხედვა.
Ⴀხირება – (ავიხირებ) მიბრჯნა, დაჟინება წინდაუხედავად.
Ⴀხლა – ეხლა, აწ, ამ ჟამად.
Ⴀხლეჩა – (ავხლეჩ) აგლეჯა, აძრობა.
Ⴀხლო – ახლოს არა შორს.
Ⴀხლო-მახლო.
Ⴀხმა – Ⴀღხმა ნახე.
Ⴀხო – სახნავად გაკაფული ჭალა.
Ⴀხოვანი – ბრგე, ტანოვანი, ძლიერი, გულოვანი.
Ⴀხოვნება – გულოვნება, ძლიერება.
Ⴀხორი, ახური – ცხენთ ბაგა.
Ⴀხს – (მახს, გახს, ახს) ახლავს, ახლოს არს.
Ⴀხსნა – (ნახე Ⴀღსნა, Ⴀხსნილი) დაუბმელი.
Ⴀხტა – ცხენი აჯილღა, ანუ სახედარი მამალი, დედალს ეწოდება ხრდალი და ჭაკი (ნახე Ⴚხენთან).
Ⴀხტაპოტი – (ნახე Ⴀპოხტი) ლორი.
[Ⴀხური – ნახე Ⴀხორი]
Ⴀხურმაგი – თოფრა ხართ პირის შესაკრავი, რათა ძნა ვერ შესჭამონ.
Ⴀჯა – (ვიაჯი, ვეაჯი, ვეაჯები) ვედრება, ხვეწნა, თხოვნა // (ვუაჯებ) აჯის შესმენა, გავლენა, გაკითხვა.
Ⴀჯეჯი – აძეძი აბრეშუმის ნაძირალი, მელნის ჩლა.
Ⴀჯილღა – ახტა, ცხენის კურატი.
Ⴀჯიღა – ჩადრი, თერისტრო, ქალთ მოსაფარი თეთრი ზეწარი.
Ⴀჯიღოსანი – ჩადრიანი, ჩადრმოსხმული.
Ⴀჰა! – შორისდებული ჩვენებითი; აი, აგერ.
Ⴀჰა ესერა! – იგივე.
Ⴁ
Ⴁ – წინარე ასოსა რ ზოგჯერმე შეიცულების მ ანუ პ, ბრუდე – მრუდე, ბრჯა – მჯა, ბრპენი – პრპენი, ბრკე – პრკე, ბრტყელი – პრტყელი, ბრჭუალი – პრჭუალი, ბრწყალი – პრწყალი, ხოლო ზოგჯერ სრულიად დაიტევების ასო რ, ვითარ: ბრძანება – ბძანება, ბრჭე – ბჭე, ბრჭუალი – ბჭუალი, ბრდღვილი – ბდღვილი და სხ. Ⴉუალად ბ თჳნიერ ასოსაცა რ შეიცულების მ ანუ პ და ფ-ზედა, ვითარ: ბზინუარე – მზინუარე, მუწუკი იმერულად ბუზუკი, ბუწუკი, ბილწი – პილწი, ნაბერწკალი – ნაპერწკალი, ებისტოლე – ებისტოლე, სეფისკვერი – სებისკვერი.
Ⴃა ზოგჯერ ბ დაერთვის ლექსთა თავსა, ვითა თქმულ არს მ-თჳს, დასაშვენებლად ანუ თჳნიერ საჭიროებისა, ვითარ ჟირი – ბჟირი, ჟუვილი – ბჟუვილი, დღვილი – ბდღვილი და ბრდღვილი.