Ⴙუბინაშვილი Ⴌიკო - Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე стр 2.

Книгу можно купить на ЛитРес.
Всего за 280 руб. Купить полную версию
Шрифт
Фон

Ⴀდვილი – არა ძნელი, ან მარჯვე.

Ⴀდიდა – რკინის ფიცარი დახურეტილი გასაწევად მავთულთა.

Ⴀდლი – საზომი ხუთის ან ოთხის მტკავლის ოდენი.

[Ⴀდონაი] {ებრაულად უფალი}

Ⴀდრე – დანიად, მსწრაფლ, ანუ უწინარეს ჟამისა.

Ⴀდრეული – ადრე შემოსული.

Ⴀდრინდელი – დიდის ხნისა.

Ⴀდუღება – (ავადუღებ) მდუღარედ შექმნა.

Ⴀედონი – იადონი, ბულბული, ვარდის ჩიტი.

Ⴀეშაგი – მსტოვარი.

Ⴀვადობა – უძლებობა, სნეულობა.

Ⴀვაზა – მომცრო ვეფხი (Ⴃარეჯანიანში).

Ⴀვაზაკი – აშკარად მტაცებელი, მეკობრე და მარბიელი.

Ⴀვაზანი – აუზი, ისარნები.

Ⴀვაჯა – ხმამომაღლოდ და გაუგრძელებლად გალობა, ღიღინი.

Ⴀვბედი – ავის ბედისა.

Ⴀვგარდანი – ლაპოტი, დიდი ჩამჩა.

Ⴀვგული – მრისხანე, ჯავრიანი.

Ⴀვდარი – ცუდი დარი, წვიმიანი ტაროსი.

Ⴀვენა – ბოროტის მოუბარი.

Ⴀვეჯი, ავეჯულობა – სახლის ჭურჭელი და რაგინდარა სახმარი.

Ⴀვ-ზნე – ცუდის ზნისა.

Ⴀვთრათი – ბარათი (ნახე Ⴜერილთან).

Ⴀვი – არა კეთილი, ცუდი, უბადო.

Ⴀვილი – ნესტვი, სალამური.

Ⴀვი – მავნე მდაბიონი უხმობენ მინდურის ალს.

Ⴀვკაცობა – ცუდი საქმე.

Ⴀვლი – ფერფლი, ნაცავი, ანუ ნაგავი.

Ⴀვლინი – სანაგვე.

Ⴀვმუცელი – მსუნაგი, გაუმაძღარი; ავმუცლობა, გაუმაძღრობა.

Ⴀვობა – სიცუდე.

Ⴀვპირი – ავენა.

Ⴀვჟანდა – უნაგირის უზანგო // პაიჭთა და შალგართა ფეხთა ქვეშე გამოსაკრავი ზორტი.

Ⴀვრიტი – ხის ხრალთაგან შეგრეხილი თოკი (ნახე Ⴑაბელთან).

Ⴀვსება – ნახე Ⴀღვსება.

Ⴀვშანი – მცენარებს გაჯიანთა და მლაშეთა ადგილთა ზედა.

Ⴀვშარა – სილა, ქორაკი, ულაგმო აღვირი.

Ⴀვშარაჯი – ხილთა, ანუ მხალთა წვენი, შაქრით შემზადებული, სასმელად.

Ⴀვხანა – სანეშტე, ფეხის ადგილი.

Ⴀზავერი – ხარი საკიდარი (Ⴆროხასთან ნახე).

Ⴀზარმაცი – დიდი კეტი ასაწევი სიმძიმეთა (Ⴟოხთან ნახე).

Ⴀზარფეშა – ნოღართო, გრძელტარიანი სასმისი ვეცხლისა.

Ⴀზატი – თავისუფალი.

Ⴀზევა – (ავზევ) აწევა, მაღლა აზიდვა.

Ⴀზიდვა – (ავზიდავ) იგივე აზევა // Ⴋაღლა ატანა მრავალთა.

Ⴀზმნობა – ზმნობა უნდა (Ⴈქ ნახე).

Ⴀზნი – დიდგვარი, წარჩინებული.

Ⴀზნაური – თავისუფალი // წარჩინებული, უხუცესი ანუ დიდებული // ხოლო აწ ჰნიშნავს კეთილშობილსა.

Ⴀზნაურება – თავისუფლება, არავისი მონება.

Ⴀზრი – იხილე ჰაზრი.

Ⴀზღუდი – ტანთსაცმელთა თეძოს თავს ქვემოთ ირიბად ჩაგდებული ნაჭერი.

Ⴀთაბაგი – არაბულად მამამთავარი, უმაღლესი მთავარი შემდგომად მეფისა. Ⴒიტლო ესე მიეცა Ⴀხალციხის მთავარსა Ⴑერგის Ⴟაყელსა VI Ⴂიორგი მეფისაგან გარემო 1330 წლისა (იხილე Ⴕართლის ცხ [ოვრება]).

Ⴀთასი – ათჯერ ასი.

Ⴀთასისთავი – უხუცესი ათასთა.

Ⴀთეული – ნაათალი, მეათედი ნაწილი // ათიანი.

Ⴀთვალწუნება – (ავითვალწუნებ) შეძულება, მოძაგება.

Ⴀთისთავი – ათთა ზედა უხუცესი // ათეული, მეათედი ნაწილი.

Ⴀთლა – (ავსთლი), აჭრა, თხლად ასერვა.

Ⴀთრთოლება – (ათრთოლებს) აკანკალებს, (ათრთოლდების).

Ⴀთქჳრება – ხორცის გატენა სიმსუქნით ან დაზღმურდლვა // ხილთა მცირედ სამწიფედ მოსლვა.

Ⴀთქულეფა – ასულეფა, ძაღლთაგან ენით ამოჭმა წუნიანისა.

Ⴀთცხრამეტური – მთოვარის მოქცევა (ნახე Ⴆედნადებთან).

Ⴀთძალი – ათსიმიანი საკრავი.

Ⴀი! – აჰა, შორისდებული ჩვენებითი.

Ⴀიაზმა – ნაკურთხი წყალი სასხურებლად.

Ⴀივანი – დერეფანი ან ეზო.

Ⴀკავლება —

Ⴀკათისტო – დაუჯდომელი.

Ⴀკაკი – ბრინჯის ხე.

Ⴀკანათი – სირთ მახე (იხილე Ⴋახესთან).

Ⴀკანკალება – კუალად ათრთოლება.

Ⴀკაპი – აკაფი (ნახე Ⴀლიკაპი)

Ⴀკარა, აკრა – ზღვის პირი კლდოვანი, ქედი ზღვიდან წარზიდული.

Ⴀკარვება, აღკარვება – (აღვიკარვებ) გარდანაცუალება ადგილისა კარვებითურთ.

Ⴀკაური – ასიდა, ჟრუნი.

Ⴀკელდამა – ებრაულად აგარაკი ანუ დაბა სისხლისა; ამისგან წოდებულ არს აკლდამა მიწაში შეკრული კამარა მკუდართა გუამთ დასადებად და მისვე ებრაული ლექსისგან დამა მიღებულ არს ქართულად ლექსი დაბა, რომელია სოფელი ან შენობა, ვითარ Ⴀხალდაბა, Ⴃაბნები, Ⴓდაბნო, Ⴓდაბური და სხ.

Ⴀკვანი – ჩჩვილთ სარეცელი სარწებელი.

Ⴀკვეთა – (ავჰკვეთ, ავკვეთ) აღსპობა, დაცხრობა.

Ⴀკვეცა – აღკვეცა (ავჰკვეც) აკრეჭა თმისა ახალ ნათელღებულისა, ანუ სამღუდელოთა თავისაგან კურთხევის დროს.

Ⴀკვიატება – (ავიკვიატებ) ცუდი საქმის გამოკიდება, ან დაჟინება. // (ავეკვიატები) გარდაკიდება.

Ⴀკიდება – (ავჰკიდებ, ავიკიდებ) დატჳრთვა საპალნითა.

Ⴀკიდო – ჯაგანი, ხილნი ერთად შებმულნი წნელითა.

Ⴀკინძვა – (ავჰკინძავ) ქაღალდთ მიკერება ერთმანერთზედ.

Ⴀკინჭილება – აკვიატება.

Ⴀკლდამა – ნახე აკელდამა და საფლავი.

Ⴀკლება – (ავიკლებ) დარბევა, წარტაცება ქონების.

Ⴀკოლოთია საგალობელი, წესი, ანუ შედეგი საეკლესიოს ლოცჳსა.

Ⴀკრა – აკარა (Ⴉონცხი ნახე).

Ⴀკროსტიხი – (Ⴉიდურწერილობა ნახე).

Ⴀკუთა – მცირე თორნე, ანუ ქურასავით ქუაბის სადგამი.

Ⴀკუმი – არც მამალი, არც დედალი, გინა ქალაბიჭა.

Ⴀლაბასტრი – ქუა მარმარილოს უმჯობესი, რომელიც გაითლების ჭურჭლად.

Ⴀლაბულა – ჩალაბულა, ნოტიოთ სიმღურივე, ჩალითა და ბეწვით ნარევი.

Ⴀლაგი – გზა, ანუ კუალი, უალაგო ალაგას.

Ⴀლალო – ჰარალალო, მსოფლიოთ სიმღერის ჩასართავი, რომელიც გარდაუქმნიათ საეკლესიოს გალობისაგან ალლილუია, ვითა რუსული აჲ ლჲული, ლჲული, ამისივე ნაკვეთი არს ოროველი, ჰოროველო.

Ⴀლალი – ოლოლი.

Ⴀლამი – მომცრო დროშა, სპარსულად ალამ // ანუ ნიშანი რამე შუბთა ზედა და მისთანათა, ან ნაჭერი რისამე ნიშნად.

Ⴀლამდარი – მედროშე, ალანდარი.

Ⴀლანძვა – (ავლანზავ) ნაკვერცხალზედ შეგდება გამოსაცხობის პურისა ან მწვადისა საჩქაროდ, რომ გარედამ დაიწვას და შიგნიდამ უმი დარჩეს.

Ⴀლაო – ფქვილი დაწვიმული, რომელიც კარგად არ მოიზილება, არც გაღვივდება.

Ⴀლარვა – (ავლარავ) აქოქლვა, ერთმანერთზედ მიკერება ნაჭერთა გამოჭრილის ტანისამოსითა, რომელსაც შემდგომად დაედება სარჩული და დალიანდაგდება.

Ⴀლატა – ალა, საფქვილე ალა {წისქვილის საფქვილე კასრი.

Ⴀლაფი – ნაშოვარი საქონელი ჟამსა ბრძოლისასა.

Ⴀლაფობა – (ვალაფობ) აკლება, დატაცება, აფორიაქება.

Ⴀლაფი – მეფქვილე, ფქვილის მოფარდული.

Ⴀლაწოდა – უშვერად მაღალი.

Ⴀლდატი – ალქატი, ანუ.

Ⴀლერდი – (ბალ.) იონჯა, ნედლი ბალახი.

Ⴀლერსი – საამო სიტყვა, საამოვნო ლაპარაკი (ვუალერსებ, ვეალერსები) სიამოვნით შემთხვევა, შეტკბობა.

Ⴀლვა, ალვახაზი – პუნგია, მოდუღებული და დაზელილი თაფლი საჭმელად.

Ⴀლვისხე – სარო, კჳპაროზი.

Ⴀლთაფა – აბრაკი, წურწუმა.

Ⴀლი – ცეცხლის ნივთი ზეაღმავალი და მანათობელი.

Ⴀლი – მინდორთა და ტყეთა შინა ავი, მავნე, ქაჯი, (მდაბიონი ესრეთ ჰგონებენ და იმერნი უხმობენ ჭიმკად).

Ⴀლიზი – გამოუწვავი აგური.

Ⴀლიკაპი – დანდალი, ხის აღვირი.

Ⴀლიონი – დილის სინათლის გამოჩენა უწინარეს მზის ამოსლჳსა (Ⴃილასთან ნახე).

Ⴀლიოქოთი – არეულება, ამბოხება.

Ⴀლისარჩული – სუნნელი ბალახის ყუავილი, ზაფრანის მსგავსი, ძოწეულის საღებავი.

Ⴀლისფერი – წითელის ცეცხლის ალისფრად.

Ⴀლკაპი – ფარდა საკრავთა {საკრავის ფერდა – Ⴑაბას ლექსიკონი}.

Ⴀლმაგი, იალმაგი – საომარი სამოსელი, ჯაჭუთა გარეგან საცმელი.

Ⴀლმასი – თუალი პატიოსანი (Ⴀდამასი ნახე).

Ⴀლმაცერი – შეღმად ირიბი, ვითა გაშლილის თითების ცერი შეღმა დადგება.

Ⴀლმედად – მხარიღლივ.

Ⴀლმური – ცეცხლის ალი კუამლითურთ შავწითლად აღმავალი.

Ⴀლნება – ნახე Ⴘეალნება

Ⴀლო – ნახნავი მიწა მიზდად გუთნისდედისა, მეხრეთა, შებმულთა ხართა და სხ.

Ⴀლოვნება – ალოს მოხნვის დრო.

Ⴀლო – საბრი, ნაწვეთი სუნნელთა ბალახთა.

Ⴀლუბალი – ბალღოჯი.

Ⴀლქატი – მსუბუქი, მჩატე, დამშხალული.

Ⴀლღო – ნადირთაგან გრძნობა მონადირეთ მიპარვისა // კაცთაგან მიხდომა მომავლის განსაცდელისა.

Ⴀლყა – აბრეშუმის ძალი, ანუ მეტალლთ სიმი საკრავთათჳს // გარშემო დადგომილი ლაშქარი.

Ⴀლჩუ – ვეგის ზევითი გვერდი რაოდენვე ჩაღრმავებული, რომლისაც მეორეს გვერდს ჰქვიან თოხანი.

Ⴀმაგი – ზრუნვა, გულს მოდგინება, ვითარცა ამაგი და ჭირნახული.

Ⴀმალი – ანაზდად შიმშილით მიბნედა.

Ⴀმალი – ზურგით ტჳრთის მზიდავი მუშა.

Ⴀმანათი – ბერძულად საწინდარი // რუსულად მზევალი // ქართულად ანაბარი, ე.ი. ნივთი მიბარებული ან გაგზავნილი ვისთანმე.

Ⴀმაო – ცუდი, უქმი, ბედითი.

Ⴀმაოდ – ცუდად.

Ⴀმაოდ – მორწმუნე ცუდმორწმუნე, გარდამეტებით მჩემებელი ღვთის მსახურებისა, ანუ რეგუნულად დამჯერებელი სიცრუვისა.

Ⴀმაოება – დაუდგრომელობა, უხანობა საწუთროსი.

Ⴀმაოხრებელი – {ნახე Ⴀღოხრება}.

Ⴀმარად – მისს ნებაზედ, ანუ მისის იმედით, ვითარ დაშთომილი ღვთის ამარად, შენს ამარად.

Ⴀმართვა – (ავმართავ) აღმართება, მაღლა აწევა და დადგენა საჩინოდ.

Ⴀმარტა – ეშმის ქუა.

Ⴀმაღლება – (აღვამაღლებ, ავმაღლდები) მაღლა აწევა, ანუ ასლვა // დღესასწაული შემდგომად პასექისა მეორმოცესა დღესა მოსახსენებელად ხორცითა ზეცად Ⴕრისტესისა.

Ⴀმბა – ნახე Ⴀბბა.

Ⴀმბავი – იხილე ჰამბავი; ამბარი, ამბრა სუნნელი, იხილე Ⴠამბარი.

Ⴀმბარი – საფქვილე ზანდუკი, ანუ სახლი, ბეღელი პურის შესანახავი.

Ⴀმბარდარი, ამბარდანი – მუჯირი, მნე საამბარდნოსი.

Ⴀმბარჩა – ფარღული, მანიაკი.

Ⴀმბიონი, ამბონი – მაღალი ადგილი საკურთხევლის წინ გინა სამქადაგებელო და საფსალმუნე (Ⴀღსავალთან ნახე).

Ваша оценка очень важна

0
Шрифт
Фон

Помогите Вашим друзьям узнать о библиотеке

Скачать книгу

Если нет возможности читать онлайн, скачайте книгу файлом для электронной книжки и читайте офлайн.

fb2.zip txt txt.zip rtf.zip a4.pdf a6.pdf mobi.prc epub ios.epub fb3