Ⴋჭედლიძე Ⴇამაზ - Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი стр 3.

Книгу можно купить на ЛитРес.
Всего за 280 руб. Купить полную версию
Шрифт
Фон

Arbeitsgemeinschaft der Großforschungseinrichtungen (AGF) (Ⴂრძელვადიანი მეცნიერული კვლევების გაერთიანება) – ორგანიზაცია, რომელიც უწევს კოორდინაციას 13 მეცნიერული ცენტრის საქმიანობას.

Arbeitegemeinschaft der Rundfunkanstehen Deutschlands (ARD) (Ⴂერმანიის რადიომაუწყებლობის სტუდიების სამუშაო გაერთიანება) – ტელე— და რადიომაუწყებლობის სამხარეო სტუდიების საკოორდინაციო ორგანო; ხშირად უძახიან «Ⴂერმანულ ტელევიზიას» ან «Ⴎირველ პროგრამას».

Arbeitsgemeinschaft selbstandiger Unternehmer (ASU) (Ⴃამოუკიდებელი მეწარმეების გაერთიანება) – თავისთავადი მეწარმეების კავშირი, დაარსებული 1949 წ. Ⴁონში წარმოების და ვაჭრობის ლიბერალიზაციის ხელშესაწყობად; აერთიანებს 5500 წევრს.

Arbeitsgericht (შრომის დავის სასამართლო) – 1. შრომის დავის სასამართლოების განზოგადებული სახელწოდება; 2. შრომის დავის დაბალი ინსტანციის სასამართლო.

ARD (შემოკ. Arbeitsgemeinschaft der offentlichrechtlichen Rundfunkanstalten Deutschlands) ႠႰႣ (Ⴂერმანიის საჯარო—უფლებრივი ტელერადიოსადგურების სამუშაო გაერთიანება) – Ⴎირველი გერმანული ტელევიზია; Ⴂერმანიის ტელევიზიის ერთერთი პროგრამის სახედწოდება; გაერთიანებაში ურთიერთმოქმედებენ სამხარეო სტუდიები; ႠႰႣ მიიღება Ⴂერმანიის მთელ ტერიტორიაზე.

Arena AufSchalke («Ⴀრენა ႠუფႸალკე») – Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის გუნდის «Ⴘალკე 04» საფეხბურთო სტადიონი.

Arkona (Ⴀრკონა) – კონცხი კუნძულ Ⴐჲუგენის ჩრდილოეთში.

Arme Ritter («ღარიბი რაინდი») – რძეში ამოვლებული, შემწვარი, შაქრის ფხვნილით და დარიჩინით მოყრილი თეთრი პურის ნაჭრეები.

Armenhaus Sachsens (Ⴑაქსონიის ღარიბების თავშესაფარი) – ქ. Ⴞემნიცის ხატოვანი სახელწოდება, რომელშიც აისახა მე—19 ს. საფეიქრო ფაბრიკების მუშების გაჭირვებული მდგომარეობა.

Arminia Bielefeld DSC («Ⴀრმინია Ⴁილეფელდი ႣႱႩ») – Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის საფეხბურთო კლუბი.

Arminius-Denkmal (Ⴀრმინიუსის ძეგლი) – აგებულია 1838—1875 წწ. ქ. Ⴃეტმოლდის მახლობლად (Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნი—Ⴅესტფალიის მხარე).

Arnsberg (Ⴀრნსბერგი) – ქალაქი Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნი—Ⴅესტფალიის მხარეში; 22 ათასი მაცხოვრებელი; კლიმატური კურორტი.

Art-cologne («Ⴀრტ-კოლონი») – სახვითი ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ—Ⴅესტფალიის ქალაქ Ⴉჲოლნში.

Artillerietruppe (არტილერიის ნაწილები) – Ⴁუნდესვერის Ⴑახმელეთო Ⴟარების ნაწილები.

ASB  იხ. Arbeiter-Samariter Bund.

Asamkirche (Ⴀზამკირხე) – ეკლესია Ⴋჲუნხენში, აშენებული მე—18 ს. პირველ ნახევარში როკოკოს სტილში; ბაროკოს ოსტატების ძმები Ⴀზამების საჩუქარი ქალაქს; ცნობილია თავისი ფრესკებით.

Aschermittwoch (ფერფლოვანი ოთხშაბათი) – Ⴃიდ მარხვის პირველი კვირის ოთხშაბათი, 40-დღიანი მარხვის დასაწყისი, რომელიც გრძელდება Ⴀღდგომამდე.

Aschkuchen იხ. Napfкuchen.

AStA – იხ. Allgemeiner Studentenаusschuss.

Atlas Delmehorst («Ⴀტლას Ⴃელმეხორსტი») – საფეხბურთო კლუბი.

Audi («Ⴀუდი») – კონცერნ «Ⴀუტოუნიონ ႠႢს» მსუბუქი მანქანა.

Audi-Werke AG («Ⴀუდი—ვერკე ႠႢ») – საავტომობილო ფირმა, დაარსებული Ⴀ. Ⴞორხის მიერ ქ. Ⴚვიკაუში 1910 წ. მას შემდეგ, რაც მისმა ძველმა ფირმამ «Ⴀუგუსტ Ⴞორხ უნდ Ⴉº მოტორენვერკემ» განიცადა კომერციული წარუმატებლობა; ახალი სახელწოდება Audi ლათინურად ნიშნავს იმასვე, რაც გერმანული Horch, ე. ი. «ისმინე»; 1932 წ. შევიდა კონცერნ «Ⴀუტოუნიონ ႠႢს» შემადგენლობაში.

Auerbachs Keller («Ⴀუერბახსკელერი») – ძველისძველი ღვინის სარდაფი Ⴊაჲფციგში, რომელსაც გადმოცემით ინახულებდნენ Ⴔაუსტი და Ⴋეფისტოფელი.

Aufbaugymnasium (მოსამზადებელი გიმნაზია) – იძლევა იმ საგნების შესწავლის შესაძლებლობას, რომლებიც არ შედიოდნენ წინა სასწავლო პროგრამაში და რომლების შესწავლა საჭიროა სრული საშუალო განათლების მისაღებად.

Aufbauschule (ზედნაშენი სკოლა) – ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (1964 შლამდე) სახალხო სკოლების მოწაფეების მოსამზადებლად სიმწიფის ადესტატის გამოცდების ჩასაბარებლად.

Augsburg (Ⴀუგსბურგი) – ქალაქი Ⴁავარიაში; დაარსებულია ახ. წ. 14 წ.; 247 ათასი მაცხოვრებელი; მანქანათმშენებლობის, საფეიქრო და ელექტროტექნიკური მრეწველობის ცენტრი.

Augsburger Allgemeine («Ⴀუგსბურგერ Ⴀლგემაჲნე») – ყოველდღიური გაზეთი, გამომავალი ქ. Ⴀუგსბურგში ტირაჟით 366 ათასი ეგზემპლარი.

August Horch & Со Motoren-werke («Ⴀუგუსტ Ⴞორხ უნდ Ⴉº მოტორენვერკე») – იხ. Audi-Werke AG.

August Thyssen-Hütte AG («Ⴀუგუსტ Ⴒისენ-Ⴠჲუტე ႠႢ») – უმსხვილესი ფოლადსამსხმელი კონცერნი, დაარსებული 1889 წ. Ⴀ. Ⴒისენის მიერ ქ. Ⴃუჲსბურგში; 1973 წ. შემოიერთა კომპანია «Ⴐაჲშენტალ ႠႢ», 1977 წლიდან – «Thyssen AG».

Aula Palatina («Ⴀულა Ⴎალატინა») – იმპერატორ Ⴉონსტანტინეს ბაზილიკა, ქ. Ⴒრირის ღირსშესანიშნაობა.

Aurich (Ⴀურიხი) – ქალაქი Ⴕვემო Ⴑაქსონიის მხარეში.

Aussiedler (გადმოსახლებული) – ოფიციალური სახელწოდება ეთნიკური გერმანელების, რომლებიც ბრუნდებიან Ⴂერმანიაში Ⴃამოუკიდებელი Ⴑახელმწიფოების Ⴇანამეგობრობის ქვეყნებიდან და Ⴀღმოსავლეთ Ⴄვროპიდან.

Autobahn (ავტობანი) – ჩქაროსნული გზატკეცილი ორმხრივი მრავალრიგიანი უგზაჯვარედინო მოძრაობით.

Automobilwerk Eisenach (AWE) (Ⴀჲზენახის საავტომობილო ქარხანა) – აშენებულია 1898 წ. Ⴒჲურინგიის მხარის ქ. Ⴀჲზენახში. Ⴗოფილ ႢႣႰ უშვებდა მსუბუქ მანქანებს «Ⴅარტბურგი»; 90-ნი წლების დასაწყისში შევიდა «Ⴀდამ Ⴍპელ ႠႢს» შემადგენლობაში.

Auto Union AG («Ⴀუტო—Ⴓნიონ ႠႢ») – საავტომობილო კონცერნი, შექმნილი 1932 წ. ფირმების «Ⴀუდი—ვერკე ႠႢ», «Ⴅანდერერ—ვერკე», «Ⴞორხ—ვერკე ႠႢ» და «ႣႩႥ—ვერკე ႠႢ» შეერთების შედეგად; უშვებდა მანქანებს «Ⴀუდი», «Ⴞორხ», «ႣႩႥ» და სხვ.

Auto Union GmbH («Ⴀუტო—Ⴓნიონ ႢმბჀ») – საავტომობილო კომპანია, დაარსებული 1949 წ. ქ. Ⴈნგოლშტადტში; 1959 წ. შევიდა კონცერნ «Ⴃაჲმლერ—Ⴁენც ႠႢ» შემადგენლობაში; 1965 წლიდან აქციების საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის «Ⴔოლკსვაგენვერკ ႠႢს».

AWO – იხ. Arbeiterwohlfahrt.

Axel Springer Verlag AG («Ⴀქსელ Ⴘპრინგერ Ⴔერლაგ ႠႢ») – საგაზეთო—საგამომცემლო კონცერნი, უდიდესი Ⴄვროპაში; დაარსებულია 1947 წ. Ⴠამბურგში Ⴀქსელ Ⴘპრინგერის მიერ; 1970 წლიდან გარდაიქმნა აქციონერულ საზოგადოებაში.


B

Babelsberg (Ⴁაბელსბერგი) – ქ. Ⴎოტსდამის რაჲონი, სადაც მდებარეობს მსოფლიოში უძველესი და უმსხვილესი კინოსტუდია, რომელიც აგრძელებს ႳႴႠ—სტუდიის ტრადიციებს; აქვე იყო კინოსტუდია ႣႤႴႠ (ႢႣႰ).

Babelsberg 03 e.V. SV («Ⴁაბელსბერგ 03 ႱႴ») – Ⴂერმანიის ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგა «Ⴙრდილოეთის» საფეხბურთო კლუბი; დაარსებულია 1903 წ.

Backsteingotik (აგურის გოტიკა) – არქიტექტურული სტილი, დამახასიათებელი ჩრდილო—გერმანულ ქალაქებისთვის.

Baden (Ⴁადენი) – 1. ისტორიული ოლქი Ⴂერმანიაში; 2. 1951 წლიდან Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგის ნაწილი.

Baden-Baden n (Ⴁადენ—Ⴁადენი) – ბალნეოლოგიური კურორტი Ⴘვარცვალდის მთებში (Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგის მხარე); 51 ათასი მაცხოვრებელი; ყოველწლიურად ტარდება სპორტულ—საცხენოსნო შეჯიბრებები.

Badenweiler (Ⴁადენვაჲლერი) – ბალნეოკლიმატური კურორტი სამხრეთ Ⴘვარცვალდში (Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგის მხარე); 3 600 მაცხოვრებელი; შემორჩენილია არქიტექტურული ძეგლები: ჰერცოგის სასახლის ნანგრევები, რატუშა, ძველრომაული აბანოები.

Baden-Württemberg (Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგი) – Ⴂერმანიის ფედერალური მხარე; ფართობი 35 751 კვ. კმ, 10,15 მლნ. მაცხოვრებელი; ადმინისტრაციული ცენტრი Ⴘტუტგარტი; თვალწარმტაცი ლანდშაფტები: Ⴘვარცვალდი, Ⴐაჲნის, Ⴃუნაის, Ⴌეკარის ხეობები; მთიანი ადგილი Ⴉაჲზერშტული, Ⴁოდენის ტბა; აქ მდებარეობენ მსოფლიოში ცნობილი ფირმები: Ⴃაჲმლერ—Ⴁენცი (Daimler-Benz), Ⴁოში (Bosch), Ⴎორშე (Porsche), უმსხვილესი სამეცნიერო—კვლევითი ინსტიტუტები: Ⴂერმანული ონკოლოგიური ცენტრი (das Deutsche Krebsforschungszentrum) Ⴠაჲდელბერგში, Ⴋაქს Ⴎლანკის სახელობის მრავალრიცხოვანი ინსტიტუტები, Ⴂერმანული ლიტერატურული არქივი (das Deutsche Literaturarchiv) Ⴋარბახში; უმაღლესი სასამართლო დაწესებულებები: Ⴔედერალური სასამართლო (das Bundesgerichtshof) და Ⴔედერალური კონსტიტუციური სასამართლო (das Bundesverfassungsgericht) Ⴉარლსრუეში; უძველესი უნივერსიტეტი Ⴠაჲდელბერგში (დაარსებულია 1386 წ.); «Ⴘტუტგარტის ბალეტი» და «Ⴁახის საერთაშორისო აკადემია»; აქ გამოდის ქვეყნის წიგნების 40%; Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგთან არის დაკავშირებული Ⴔ. Ⴘილერის, Ⴔ. Ⴂელდერლინის, Ⴅ. Ⴂაუფის, Ⴂ. Ⴅ. Ⴔ. Ⴠეგელის, Ⴔ. Ⴅ. Ⴘელინგის სახელები.

Ваша оценка очень важна

0
Шрифт
Фон

Помогите Вашим друзьям узнать о библиотеке

Скачать книгу

Если нет возможности читать онлайн, скачайте книгу файлом для электронной книжки и читайте офлайн.

fb2.zip txt txt.zip rtf.zip a4.pdf a6.pdf mobi.prc epub ios.epub fb3